ახალი ამბები

გორმა ლაზერულ სირბილში „გლობალურ ტურს“ უმასპინძლა

გორმა ლაზერულ სირბილში „გლობალურ ტურს“ უმასპინძლა. სხვადასხვა ასაკის მოზარდებმა, საქართველოს მასშტაბით, გარბენში მიიღეს მონაწილეობა.

“პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტში პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი დაინტერესება და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია. სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და „შიდა ქართლის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის“ თანადაფინანსებით გაიმართა” , – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამარჯვებულები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.