ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოსთვის 5 პლანშეტს ყიდულობს 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 ცალი პლანშეტური კომპიუტერის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. 

უწყება აღნიშნულ პლანშეტებს საკრებულოსთვის ყიდულობს, რისთვისაც  ბიუჯეტიდან 4 000 ლარია გათვალისწინებული. 

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, პლანშეტები დაზიანდა და ახლის შეძენა გახდა საჭირო. 

“ისედაც დაბალი ხარისხის იყო, რამდენიმე პლანშეტი საერთოდ გაითიშა და აღარ ჩაირთო, ამიტომ გახდა საჭირო ახლის შეძენა”, – ამბობს რაზმაძე. 

სატენდერო პირობების მიხედვით შერჩეულმა კომპანიამ პლანშეტების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომების დროს კენჭისყრა ელექტრონულად, პლანშეტების საშუალებით ხდება. 

დატოვეთ კომენტარი