ახალი ამბები

ფსიქოთერაპია ბავშვებისთვის – პროგრამა, რისთვისაც გორის მერიამ ჯილდო მიიღო

ფსიქოთერაპია ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის – ასე ჰქვია გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ პროგრამას, რომელიც 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს ფსიქოთერაპიის კურსს უფინანსებს.

აღნიშნული პროგრამა დასახელდა, როგორც საუკეთესო პრაქტიკა მუნიციპალიტეტში და მერიამ შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო.

“პროგრამა 18 წლამდე ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის დაფინანსებას – წელიწადში 350 ლარის ოდენობით – გულისხმობს” , – ინფორმაციას მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნული კონფერენცია, სადაც გორის მერია დაჯილდოვდა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით გაიმართა. უწყების განცხადებით, გორის მერიამ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში უკვე მეორედ გაიმარჯვა. 2017 -2018 წელს მუნიციპალიტეტს ჯილდო „მოქალაქეთა ჩართულობის“ თემაზე საუკეთესო პრაქტიკად აღიარებული პროექტისთვის „სამოქალქო ბიუჯეტი“ გადაეცა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.