ახალი ამბები

გორის მერიას ყოფილი თანამშრომლისთვის 7 800 ლარის ანაზღაურება დაევალა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საქმე ეხება, უწყების სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების ყოფილი სპეციალისტის ნინო გელაშვილის საჩივარს.

როგორც გელაშვილი მიუთითებს, 2017 წელს მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად, მისთვის უწყებაში სამსახური ვეღარ გამოინახა. იგი სარჩელში მიუთითებს, რომ მობილობის პროცედურა კანონდარღვევით განახორციელა მერიამ. საქმე ამჟამად საკასაციო სასამართლოში გრძელდება.

“პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მერიას დაეკისრა 5 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაციის გაცემა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა უზენაეს სასამართლოში და უზენაესმა სასამართლოს საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში მიიღო” , – განმარტავენ მერიის იურიდიულ განყოფილებაში.

​როგორც ცნობილია, ნინო გელაშვილი ითხოვს, როგორც სამსახურში აღდგენას, ასევე განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.