ახალი ამბები

ბოულინგის ჩემპიონატში გორელმა რევაზ გორგაძემ გაიმარჯვა

​ბოულინგის ინტეგრირებულ ჩემპიონატში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი გორელმა რევაზ გორგაძემ მოიპოვა, გუნდური გარადმავალი თასი კი თბილისის მუნიციპალიტეტის გუნდმა მიიღო.

სითი მოლის ბოულინგის ადაპტირებულ დარბაზში აფხაზეთის ომის გმირის თემურ სახოკიას სახელობის „ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატი 2022“ გაიმართა.

“საქართველოს პირველობაზე გამართულ ტურნირში მონაწილეობა სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა, პარასპორტსმენებმა, შშმ პირებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა მიიღეს. გორის, ქუთაისის, კასპის, ვანის, საგარეჯოსა და თბილისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მონაწილეები ერთმანეთს გუნდურ და ინდივიდუალურ დისციპლინებში შეეჯიბრნენ” , – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციიტ, ღონისძიება „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით, გორის, ქუთაისის, თბილისის მუნიციპალიტეტების მერიების თანადაფინანსებით გაიმართა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.