ახალი ამბები

გორში კერამიკის და საქსოვი სახელოსნოების გახსნა იგეგმება

გორში კერამიკის და საქსოვი სახელოსნოების გახსნა იგეგმება. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის სააგენტომ მიაწოდა.

ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის რობერტ მაღლაკელიძის თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ევროკავშირის და გორის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდება.

“მერიის და ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით იგეგმება, ორი დიდი სახელოსნოს გახსნა ჩვენი აინფორმაციო ცენტრის ტერიტორიაზე, ვგულისხმობ ლომჭაბუკის სკვერს. კერამიკის სახელოსნოში ყველა თაობის წარმომადგენელს შეეძლება შეისწავლოს ეს ხელობა. მეორე იქნება ქსოვის, ფარდაგების ხალიჩების და ასე შემდეგ. მიმდინარე წელს ამ ორი სახელოსნოს გახსნა იგეგმება. საინფორმაციო ცენტრის წინ შესაბამის შენობებს ჩავდგამთ”, – ამბობს მაღლაკელიძე

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.