ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში ბუნებრივი აირი არ არის

გორის მუნიციპალტეტის 11 სოფელში ბუნებრივი არ არის. აქედან 10 სოფელი ბოშურის თემშია.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ ამ სოფლებში მოსახლოების რაოდენობა ნაკლებია.

“10 სოფელში ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობს, მე-11 სოფელი კვარხეთია, სადაც უახლოეს მომავალში დაიწყება გაზიფიცირების სამუშაოები”, – ამბობენ გორის მერიაში.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტიში 106 სოფელია, აქედან 95 -ში ბუნბრივი აირი არის . გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ბოშურის თემში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას გაზმომარაგების კომპანიაში გადაწყვეტენ.

დატოვეთ კომენტარი