ახალი ამბები

გორის მერმა დაუნის სინდრომის დღე კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში აღნიშნა 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“ აღნიშნა, – ინფორმაცია ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა. 

უწყების ცნობით, ღონისძიება კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მასში კულტურის ცენტრის წრეების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

“დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის გორის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია ყოველწლიურად ერთჯერადი სოციალური დახმარება – 500 ლარის ოდენობით, ასევე, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო – სარეაბილიტაციო ღონისძიებებისა და მედიკამენტებისთვის წელიწადში 500 ლარი”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციითვის, 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც წელს მეთერთმეტედ აღინიშნა. 2022 წლის გზავნილია #ინკლუზიანიშნავს, რაც გულისხმობს ყურადღების გამახვილებას დაუნის სინდრომის მქონე პირებზე სკოლასა და დასაქმების სივრცეში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.