ახალი ამბები

გორთან ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა ერთი

ავტობანზე, გორი-შავშვების მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა ერთი.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადიო “მოზაიკა” დამატებით დეტალებს არკვევს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.