ახალი ამბები

კანდელაკის ტელევიზიას თანამშრომლები ტოვებენ, დირექტორი კი “ალტინფოს” იურისტი იქნება

გიორგის კანდელაკის ტელევიზია თანამშრომლების ნაწილმა დატოვა. რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, “ტვ სეზონიდან” 5-ზე მეტი თანამშრომელი წამოვიდა.

“მე როგორც ვიცი, მიზეზი უკრაინის შესახებ აზრთასხვადასხვაობა იყო. თანამშრომლების ნაწილს ღიად სურდა მხარდაჭერის გამოხატვა და უთანხმოებაც აქედან დაიწყო”, – უთხრეს რადიო “მოზაიკას”.

ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ “ტვ სეზონს” ახალი დირექტორი ჰყავს და ამ თანამდებობას პრორუსული ორგანიზაციის “ალტინფოს” იურისტი და წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე დაიკავებს.

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, ამ ეტაპზე “ტვ სეზონთან” არც “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი იზო ჩუბინიძე თანამშრომლობს.

“დროდადრო კონსულტაციებს ვუწევდი და ისიც მხოლოდ რაღაც პერიოდით. ის პერიოდი დასრულდა”, – გვითხრა ჩუბინიძემ.

ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რა ცვლილებები განხორციელდება ტელევიზიის გუნდსა და პროგრამებში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.