ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებულ 9 წლის ბავშვს „გორმედში” ოპერაცია უტარდება

გორთან, ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ 9 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება.

ის გორში, კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გორელები არ არიან. ავტობანის გავლით დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გზიდან გადავარდა. ავარიას ემსხვერპლა დაშავებული 9 წლის ბავშვის და, დედა, მამა და ბებია.

9 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმები დამატებით კომენტარს ოპერაციის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.