ახალი ამბები

„არ დახარჯო ფული კანდელაკის რესტორანში” – საპროტესტო კამპანია გორელი ბიზნესმენის წინააღმდეგ

საზოგადოების ნაწილი გიორგი კანდელაკის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიას იწყებს – ისინი გორელი ბიზნესმენის მფლობელობაში არსებულ რესტორნებს ბოიკოტს უცხადებენ და იგივეს მოუწოდებენ სხვებსაც.

მოწოდების ტექსტი აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელში. მას რადიო “მოზაიკა” უცვლელად გთავაზობთ:

“სირცხვილია!!!

არ დახარჯო ფული გიორგი კანდელაკის რესტორანში, არ დააფინანსო რუსული პროპაგანდა!!!

თუ მიდიხარ რესტორან ჟოზეფში, რანჩო ვარიანში, იცოდე რომ ხარ შენი ქვეყნის მტრის, რუსეთის მხარეს!

ამ რესტორნების მფლობელმა გიორგი კანდელაკმა რუსების მიერ დაბომბილ გორში შექმნა ტელევიზია, რომლის დირექტორადაც დანიშნა კრემლის პროპაგანდისტი ნიკოლოზ მჟავანაძე!

კანდელაკი ტელევიზიას აფინანსებს თქვენი, მის რესტორანში დახარჯული ფულით.

არ გახდე მტრის დამფინანსებელი, არ შეეგუო ოკუპაციას!

დიდება საქართველოს!

დიდება უკრაინას!

რუსეთი ოკუპანტია!!!”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.