ახალი ამბები

,,უკრაინელი ხალხის თავგანწირვა მათი გამარჯვებით დასრულდება”

,,უკრაინელი ხალხის თავგანწირვა მათი გამარჯვებით დასრულდება” , – ასე გამოეხმაურა გორი-კასპის მაჟორიტარი პარლამენტში გიორგი ხოჯევანიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

,,სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა აქვს უკრაინას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა. ახლა ჩვენი უკრაინელი მეგობრები გადიან იმ გზას, რომელიც ჩვენ 14 წლის წინ გავიარეთ, არავინ იცის, კიდევ როდის მოგვიწევს იგივეს გავლა. ჩვენ გვყავს საერთო მტერი პუტინის სახით და ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის მათი. წარმოუდგენლად დიდია უკრაინელი ხალხის თავდადება და სულისკვეთება თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ახლა მათი ბრძოლა მხოლოდ უკრაინის დასაცავად არ მიმდინარეობს, ისინი იბრძვიან დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს სახელითაც. ამ ომის შედეგი გადაწყვეტს როგორც ჩვენს, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების ბედს. ცალკე და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს უკრაინის პრეზიდენტის Володимир Зеленський – ის სიმამაცე✊✊✊ იმედს ვიტოვებ, დასავლეთის და უკრაინის სხვა მხარდამჭერების ქმედითი ნაბიჯები იქნება ოკუპანტი ქვეყნის დასასრულის დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი ხალხის ასეთი თავგანწირვა საბოლოოდ გამარჯვებით დასრულდება!!!” , – განცხადება ხოჯევანიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.