ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტის სტუდენტები უკრაინის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ 

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტტის სტუდენტები 27 თებერვალს, 14:00 საათზე აქციას გამართავენ. შეკრება უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ იგეგმება. 

სტუდენტები მოქალაქეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ აქციას და სოლიდარობა გამოხტონ უკრაინელი ხალხის მიმართ. 

“გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო და თანადგომას ვუცხადებთ უკრაინელ ძმებსა და დებს. სწორედ ამიტომ, კვირას, 27 თებერვალს 14:00 საათზე გორის სახელმწიფო სასწვლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაიმართება, მშვიდობიანი აქცია უკრაინელი ხალხისადმი თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატად. იმედი გვაქვს, ბევრი სტუდენტი და გორელი მოქალაქე შემოგვიერთდება. გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ! მშვიდობა უკრაინას,საქართველოსა და მსოფლიოს!”, – ამბობენ სტიდენტები. 

დატოვეთ კომენტარი