ახალი ამბები

“ქვის წისქვილი” : პროდუქციას უფასოდ მივაწვდით გორში მყოფ უკრაინელებს 

კომპანია “ქვის წისქვილი”, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს, გორში მყოფ უკრაინელებს პროდუქციას უფასოდ სთავაზობს. 

აღნიშნულის შესახებ  კომპანიამ განცხადება გაავრცელა: 

“კომპანია “ქვის წისქვილი,, საკუთარ პროდუქციას უანგაროდ მიაწვდის ყველა იმ უკრაინელ ბავშვს, ქალს, მოხუცს, შშმ პირს, ვინც გორშია ჩამოსული უკრაინიდან, ამ საშინელი ომის თავიდან დასაღწევად. გთხოვთ, გააზიაროთ”, – წერია განცხადებაში. 

მსურველებს შეუძლიათ დარეკონ მითითებულ ნომერზე: 599 85 86 17. 

დატოვეთ კომენტარი