ახალი ამბები

ენმ – მ გორში აქცია გამართა და გაზრდილი ტარიფები გააპროტესტა 

ენმ – მ გორში, გუბერნატორის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა გაზრდილი ტარიფები და პროდუქტებზე მომატებული ფასები გააპროტესტა.

“დღეს შევიკრიბეთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი სოციალური სიდუხჭირის მისამართით. გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ გონს მოეგოს და ჩადგეს ხალხის სამსახურში. კომუნალურები ისე გაძვირდა, რომ მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ გადახდას. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიდის საზღვარგარეთ. ხელისუფლება ვალდებულია ემსახუროს ხალხს, რადგამ ისინი იღებენ ხელფასს ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან. კომუნალური გადასახადების გაზრდამ გამოიწვია პროდუქტზე და მედიკამენტებზე ფასების ზრდა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაატაროს შესაბამისი ზომები და დაეხმაროს მოსახლოებას სიდუხჭირესთან განმკლავებაში”, – განაცხადა ანი ბალიაშვილმა, ენმ -ს წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა. 

აქციაზე 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ აქციის დასაწყისშივე დიდი რაოდენობის სამართალდამცავები განლაგდნენ. მათ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული შენობის კიბეებზე დგომის საშუალება აღარ მისცეს და აღნიშნული ადგილი თავად დაიკავეს. 

ფოტო-კადრი: qartli.ge

გარდა სამართალდამცავებისა, ადგილზე მივიდა რამდენიმე მოქალაქე, რომლებმაც აქციას  “სამარცხვინო” უწოდეს და აქციის მონაწილეები “მაიმუნებად” მოიხსენიეს. 

მთავარი ფოტო : კადრი qartli.ge – ს ვიდეოდან.

დატოვეთ კომენტარი