ახალი ამბები

„კორპუსი თავზე გვენგრევა” – გორელებმა აქცია გამართეს

გორში ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა.

ადგილობრივების თქმით შენობა ინგრევა არ არის წყალი და ანტისანიტარიაა, ისინი მერიისგან  ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ.

“გაუსაძლის პირობებში ვართ, შენობა თავზე გვენგრევა, ხშირად არ გვაქვს წყალი, რიგში ვდგავართ, რომ დავრეცხოთ, ან საპირფარეშოთი ვისარგებლოთ. ანტისანიტარიაა და აქ ცხოვრება შეუძლებელია, მერიაში ვიყავით და გადაყვანა ვითხოვეთ, მაგრამ გვითხრეს, რომ ამ არის პირობები და ვერ გადაგვიყვანენ”, – ამბობენ ადგილობრივები

დატოვეთ კომენტარი