ახალი ამბები

„ტინისხიდს იქნებ მიხედოთ”, – მოქალაქეები გორის მერიას მიმართავენ

„ტინისხიდს იქნებ მიხედოთ”, – მოქალაქეები გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავენ. ტინისხიდში მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფელში გზები მოსაწესრიგებელია.

“ტინისხიდს იქნებ მიხედონ, იმედი გვქონდა, რომ 2022 წელს მაინც გააკეთებდნენ გზას.ტალახში ვიხრჩობით იქნებ ამითაც დაინტერესდეთ და რამით დაგვეხმაროთ” , – ამბობენ მოქალაქეები.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ტინისხიდში გზების რეაბილიტაცია მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. უწყებამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიღების მიზნით, ტენდერი გამოაცხადა.

“ტინისხიდში გზების რეაბილიტაციის საორიენტაციო ღირებულება 700 000 ლარია, თუმცა პროექტის დეტალურად შედგენის შემდეგ, ეს თანხა დაზუსტდება” , – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

გარდა ამისა, აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, გამარჯვებულ კომპანიას ტინისხიდის გზების რეაბილიტაციის პროექტის შედგენასთან ერთად, დაევალება სოფელ არაშენდაში შიდა საუბნო გზის და ხელთუბანში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტის მომზადება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.