ახალი ამბები

გორში, გელდიაშვილის, ქუთაისის და ჭავჭავაძის ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 

გორში, გელდიაშვილის, ქუთაისის და ჭავჭავაძის ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციის საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ტენდერი გამოაცხადა და აღნიშნული მომსახურებისთვის 6`355 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ პროექტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში. 

ინფორმაციისთვის, საპროექტო ობიექტების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა: 

 1.ქუთაისის ქუჩა რეაბილიტცია – 600 000 ლარი;

2. გელდიაშვილის ქუჩა – 400 000 ლარი; 

3. ჭავჭავაძის გამზირი (ხიდი-აღმაშენებლი) -1 300 000 ლარი.

დატოვეთ კომენტარი