ახალი ამბები

სამჯერ გვესროლეს სასიგნალო მაშხალები – ოკუპანტები ჯარიაშენში 

ანტისსაოკუაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი წევრი ჯარიაშენში მომხდარი შემთხვევის შესახებ ავრცლეებს ინფორმაციას. 

ირაკლი კარიჭაშვილი ამბობს, რომ მორიგი პატრულირების დროს ჯარიაშენში რუს ოკუპანტები დააფიქსირეს, რომლებმაც მათი მიმართულებით სასიგნალო მაშხალები გაისროლეს. 

“რუსოსებს გადავაწყდით ჯარიაშენთან,  იდიოტებმა სამჯერ გვესროლეს სასიგნალო მაშხალები, ეტყობა ეგონათ შეგვაშინებდნენ”, – ამბობს კარჭაშვილი

ინფორმაციისთვის, როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, ჯარიაშენის მიმდებარედ, რუსებმა ბოლო თვენახევრის განმავლობაში დაახლოებით 3.5კმ- ის სიგრძის თხრილები გააკეთეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.