ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე კარიერაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

პარიზის გრანდ სლემზე გორელმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა კარიერაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

“პარიზის გრანდ სლემზე ბრწყინვალე ასპარეზობით დაიწყეს სპორტული სეზონი ჩვენი სააგენტოს ძიუდოს კლუბის ,,გოლდენ გორის” ძიუდოისტებმა ლაშა შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა” , – ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის სპორტის სააგენტომ გაავრცელა.

პარიზის გრანდ სლემზე 6 თებერვალს საქართველოს ნაკრების კიდევ სამი ძიუდოისტი იასპარეზებს, მათგან ორი – ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ) ,,გოლდენ გორის” წევრებიც არიან და მათთან ერთად საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ტატო გრიგალაშვილი გამოვა 81 კგ-ში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.