ახალი ამბები

კეთილმოწყობის საააგენტო: საავტომობილო გზები გაიწმინდა, დაიყარა ტექნიკური მარილი

ინტენსიური თოვის გამო, გორში საავტომობილო გზების გაწმენდა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, – აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კეთთილმოწყობის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია. 

უწყების ცნობით, გზებზე დაიყარა ტექნიკური მარილიც. 

“ინტენსიური თოვის გამო, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა. საავტომობილო გზები გაიწმინდა თოვლის საფარისგან, დაიყარა ტექნიკური მარილი. ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით დილიდან იწმინდება სასაფლაომდე მისასვლელი გზებიც”, – ნათქვამია განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი