ახალი ამბები

გორის სამხატვრო სკოლაში თეა თევდორაძის ნახატების გამოფენა – გაყიდვა გაიმართა 

თეა თევდორაძის ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა გორში, მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, სამხატვრო სკოლაში გაიმართა. 

ქართველი ხელოვნის გამოფენა დაათვალიერეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სხვა მოქალაქეებმა. 

გამოფენა – გაყიდვაში მონაწილეობა მიიღო გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვიდან შემოსული თანხა, ორგანიზატორების მიერ შერჩეული ექვსი მოხუცის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.