ახალი ამბები

საზოგადოება “ბილიკი” ახალგაზრდული საბჭოს შესარჩევად კონკურსს აცხადებს 

საზოგადოება „ბილიკი“ აცხადებს კონკურსს გორის ახალგაზრდული საბჭოს წევრების შესარჩევად.

კონკურსში მონაწილება 15 -დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. 

მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოს მისიაა ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ისეთი გარემოს ფორმირებას, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განვითარების და საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობას.

მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოს მიზანია ახალგაზრდების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათი ჩართულობის ხელშეწყობა.


მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოს წევრები ჩაერთვებიან სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში და აიმაღლებენ ცოდნას იმ მიმართულებით, რაც მათ დაეხმარება ფუნქცია–მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაში.
მსურველებმა უნდა შეავსონ ანკეტა, აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 05 თებერვალი, 18.00 საათი.

მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოს ფორმირება/გაძლიერება ხდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოს ფორმირება/გაძლიერების მხარდაჭერას უზრუნველყოფს შიდა ქართლის რეგიონული ჰაბი – ააიპ საზოგადოება „ბილიკი“.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.