ახალი ამბები

გორში მცხოვრებ მარინა ხოხაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება 



62 წლის მარინე ხოხაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. იგი უკვე 2 წელია მძიმე სენს – ფილტვის სიმსივნის მეოთხე სტადიას ებრძვის.


ოჯახის წევრები ამბობენ, რომ  მას ყოველთვიურად 12 000 ლარის ღირებულების პრეპარატი – ტაგრისო ჭირდება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არ ფინანსდება, ოჯახს კი სახსრები არ გააჩნია აღნიშნული პრეპარატის შესაძენად.

“მისი სიცოცხლე ყოველთვიურად აღნიშნული წამლის მიღებაზეა დამოკიდებული. უმორჩილესად გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ოჯახის სატკივარი და გავუხანგძლივოთ სიცოცხლე ქალბატონ მარინეს, რომელსაც სიცოცხლე, როგორც ყველას, ძალიან უყვარს”, – ამბობენ ოჯახის წევრები. 



დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ:

საქართველოს ბანკი: GE83BG0000000498585427;

მიმღები: ლია დემურიშვილი

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.