ახალი ამბები

გორში სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარამდე დაიხარჯება

გორში სააკაძის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 278 690 ლარია.

“საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთს, რომელსაც კაპიტალური შეკეთება ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია, წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას, ასფალტის საფარი პრაქტიკულად არ არის შემორჩენილი წლების მანძილზე ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან ხდებოდა საპროექტო მონაკვეთის ქვიშა-ხრეშით მოხრეშვა, მაგრამ ზოგიერთ ადგილებში არის ორმოები, არსებულ გზაზე არ არის შესრულებული როგორც გრძივი, ასევე განივი წყალმოცილება, სანიაღვრე სისტემა ძირითადად მოუწყობელია, წვიმიან ამინდებში არსებული ორმოები იფარება წყლით და სახიფათოს ქმნის გადაადგილებას” , – აღნიშნულია რეაბილიტაციის პროექტში.

ტენდერზე წინადადებების მიღება 24 თებერვალს სრულდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.