ახალი ამბები

გორელმა პოლიციელმა გია დათაშვილმა “იავნანას” თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა

გორელმა პოლიციელმა გია დათაშვილმა “იავნანას” თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა – ინსპექტორი საავადმყოფოს ექიმს და რაგისტრატორს თითქმის ერთი საათის განმავლობაში ეჩხუბებოდა.

თანამშრომლების ინფორმაციით, დათაშვილი მოითხოვდა, რომ მისი ინფიცირებული შვილი “იავნანაში” დაეწვინათ.

“შვილთან და მეუღლესთან ერთად იყო მოსული. ავუხსენით, რომ “იავნანა” არ არის კოვიდკლინიკა და შესაბამისად, მის შვილს აქ ვერ დავტოვებდით. ამის შემდეგ გვითხრა, რომ პოლიციელი იყო და მაინც დაგვაწვევინებდა ბავშვს კლინიკაში”, – გვიყვება საავადმყოფოს თანამშრომელი.

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკის თანამშრომლებმა მას შვილის წაყვანა ახლომდებარე კოვიდკლინიკაში ურჩიეს, დათაშვილი მაინც აგრძელებდა მათ ლანძღვას და შვილის მდგომარეობის გაურესების შემთხვევაში, ფიზიკური ამგარიშსწორებით ემუქრებოდა.

“გამოიძახეთ პოლიცია. მეც პოლიციელი ვარ და თუ დამჭირდა, პატრულებს თვითონ მოვიყვან აქ”, – ამბობდა ინსპექტორი.

ის არც “იავნანას” დაცვის თანამშრომელს ემორჩილებოდა. სიტუაციის განმუხტვა გორის სამმართველოს უფროსმა შეძლო – საკუთარი თანამშრომლის წასაყანად, ის “იავნანაში” მივიდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.