ახალი ამბები

უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები გორის მერიისგან ერთჯერადად 1 500 ლარამდე თანხას მიიღებენ

“ის ოჯახები, რომლებიც დახმარების თხოვნის მომენტში, სხვადასხვა მიზეზების გამო, განიცდიან უკიდურეს გასაჭირს მერიისგან მიიღებენ დახმარებას არაუმეტეს 1 500 ლარის ოდენობით” , – აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია გორის მერიის პროექტში, რომელიც უწყებამ საკრებულოს გაუგზავნა.

დახმარების გაცემის აღნიშნული წესი ძალაში შევა თუ მას საკრებულოს წევრთა უმრავლესობა დაუჭერს მხარს. პროექტის მიხედვით, გასაცემი თანხის ოდენობას განსაზღვრავს მერის ბრძანებით, სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი.

“ანაზღაურება მოხდება ოჯახის განცხადების შესწავლის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, ასევე, სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე” , – განმარტებულია მერიის პროექტში.

აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი იქნება, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 11 თებერვლის სხდომაზე განიხილავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.