ახალი ამბები

სკრაში მცხოვრები მარტოხელა დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში მცხოვრები მარტოხელა დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

ლია ჩხიკვაძე სოციალურად დაუცველია, ორი შვილი ჰყავს 12 წლის და 8 წლის, პატრა ბიჭს თადაყოლილი გულის მანკი აქვს. დედა ამბობს, რომ მას განსაკუთრებული კვება და მედიკამენტები ესაჭიროება, ის თანხა კი რასაც სოციალურად დაუცველი ოჯახი იღებს, საკმარისი არ არის.

“მე თვითონ ეპლეფსია მაქვს. ჩემ თავზე აღარ ვდარდობ, ჩემს შვილს სჭირდება ბევრი რაღაც, მედიკამენტები და საკვები. არ გვაქვს საყოფაცხოვრებო ნივთები. სოციალურად დაუცველის სტატისი მაქვს, მაგრამ ეს თანხა არაფერზე არ მყოფნის. სამჯერ გავუკეთეთ ბავშვს ოპერაცია, ახლა კიდევ უწევს.  ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, საკვები, ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები”, – ამბობს ჩხიკვაძე.

ლიას საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია. დაბზარულია კედლები, სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის.

“ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობთ, სახლი თუ შეიძლება ასე დავარქვათ ყველა მხრიდან ფარღალალაა, ვერც თბება, ზამთარში ქარი შემოდის, წვიმის დროს კი სახურავიდან ჩამოგვდის წყალი. შეშით ვთბებით და ამასაც მე ვყიდულობ. ადრე 150 ლარს ვიხდიდი, ახლა 180 გახდა. ძირითადად საღამოს საათებში ვანთებთ ღუმელს. ჩემთვის ყველანაირი დახმარება მოსაღებია, ეს იქნება, შეშა თუ სახლის შესარემონტებელი საშუალება” , – აღნიშნა ლიამ.

ოჯახის დახმარების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მითითებულ ტელეფონის ნომერზე

ტელ: 598 45 41 32.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.