ახალი ამბები

გორის მერმა გადაწყვეტილება შეცვალა – კადრების დამატებას საჭიროდ აღარ თვლის

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოსგან უკან გაიხმო პროექტი, რომლის მიხედვითაც, უწყებას 3 ახალი თანამშრომელი უნდა დამატებოდა.

“ასე ჩავთვალეთ ამ ეტაპზე საჭიროდ, ვადასტურებთ, რომ საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი აღარ გავა” , – განაცხადეს მერიაში.

პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ უკან გაიხმო, უწყებას უნდა დამატებოდა 3 შტატგარეშე თანამშრომელი: სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი, გრაფიკული დიზაინის სპეციალისტი და ფოტო/ვიდეო გადამღები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.