ახალი ამბები

დავით ჩხარტიშვილი გორის თეატრის ხელმძღვანელი აღარ არის

დავით ჩხარტიშვილი ერისთავის თეატრის ხელმძღვანელი აღარ არის. როგორც თავად ამბობს, მის ხელშეკრულებას ვადა 1 იანვარს გაუვიდა და უცნობია გაუგრძელებენ თუ არა. 

“1 იანვრიდან ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა და მე აღარ ვარ სამხატვრო ხელმძღვანელი, ველოდები რა გადაწყვეტილებას მიიღებს კულტურის სამინისტრო,”- ამბობს დავით ჩხარტიშვილი.

ჯეჯრჯერობით უცნობია სამინისტროს გადაწყვეტილება, ჩხარტიშვილს დატოვებს თუ ერისთავის თეატრში ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს დანიშნავს. 

ინფორმაციისთვის, დავით ჩხარტიშვილი გორის თეატრის დასს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. 

დატოვეთ კომენტარი