ახალი ამბები

ალეკო ლურსმანაშვილი გარდაიცვალა 

სტალინელი საზოგაოების აქტიური წევრი და აქტივისტი ალეკო ლურსმანაშვილი გარდაიცვალა. 

მას ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ავადმყოფობდა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრმა გაავრცელა. 

პანაშვიდი გაიმართება ორშაბათს, 16:00 საათიდან გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიაში (წერეთლის ქ.), დაკრძალვა – სამშაბათს, 13:00 საათზე.

ინფორმაციისთვის, ალეკო ლურსმანაშვილი წლების განმავლობაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით გამართულ აქციებში. მისი ინიციატივით, გროვდებოდა ძეგლის დასაბრუნებლად ხელმოწერებიც. 

დატოვეთ კომენტარი