ახალი ამბები

15 პლანშეტი და 10 სამხრე კამერა ზედამხედველობის სამსახურისთვის 

გორის მუნიციპალიტეტის მერია ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისთვის სამხრე კამერებსა და პლანშეტური კომპიუტერების ყიდულობს

უწყებაში განმარტავენ, რომ თანამშრომლები კამერებსა და პლანშეტებს საჭიროებისამებრ, საველე პირობებში მუშაობის დროს გამოიყენებენ. 

” სამხრე კამერები განკუთვნილი იქნება ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელებისთვის, ასევე პლანშეტებიც, რომელსაც საველე პირობებში მუშაობის დროს გამოიყენებენ. მათი გამოყენება შეეძლებათ ასევე ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებსაც”, – ამბობენ გორის მერიაში. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პლანშეტებისა და სამხრე კამერების შესაძენად ტენდერები გამოაცხადა, რისთვისაც საერთო ჯამში 21 000 ლარამდე თანხა გაითვალისწინა. 

დატოვეთ კომენტარი