ახალი ამბები

გორში კონტროლიორმა უბილეთო მგზავრის დასაჯარიმებლად პატრული გამოიძახა

გორის მუნიციპალური ტრანსპორტის კონტროლიორსა და მგზავრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კონტროლიორმა პატრული მას შემდეგ გამოიძახა, რაც მგზავრმა დაჯარიმებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ პირადობის მოწმობა არ ჰქონდა.

“ტრანსპორტში იმ წამის ამოსული ვიყავი, როცა კონტროლიორმა ბარათი მთხოვა, ვიფიქრე ბილეთის აღებაში უნდა დამხმარებოდა, ასე ხდებოდა აქამდე და ამიტომ მივაწოდე. მან კი, შეამოწმა და რადგან ჯერ ბილეთი აღებული არ მქონდა, ამიტომ დაჯარიმება გადაწყვიტა, არადა თითქმის ერთდროულად ამოვედით ავტობუსში მე და კონტროლიორი და ვაპირებდი კიდეც ბილეთის აღებას” , – განმარტავს მგზავრი.

ინფორმაციისთვის, უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.