ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება გაიზარდა

გორის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება გაიზარდა.

გორის მერიის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გაზრდილი დაფინანსება ჯანდაცვის ყველაზე მოთხოვნად სერვისებზე, ეს არის ონკოპაციენტების კვლევების და მედიკამენტების დაფინანსება და ასევე სოციალურად დაუცველთა სამედიცინო კვლევები.

ონკოლოგიური პაციენტების კვლევებისა და მედიკამენტების დაფინანსება გაიზარდა 300-დან 500 ლარამდე, სოციალურად დაუცველების სამედიცინო კვლევების დაფინანსება გაიზარდა 300-დან 400 ლარამდე, ხოლო მკურნალობის თანხები – 400-დან 500 ლარამდე, მედიკამენტებით დახმარება პროგრამით გათვალისწინებული დაავადებების ფარგლებში გაიზარდა 100-დან 200 ლარამდე, – განმარტავენ მერიაში

პროგრამით გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია.

ინფორმაციისთვის, გასულ წელს ჯანდაცვის მიმართულებით გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 037 537 ლარი გაიხარჯა.

დატოვეთ კომენტარი