ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის 3 სკოლაში გათბობის სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა 

გორის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში გათბობის სისტემა მოეწყობა. 

სოფელ ოთარშენის, ბეთლემის და ზემო ხვითის საჯარო სკოლების ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებისთვის გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.  სამუშაოებისთვის 107`615 ლარია გათვალისწინებული. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა შეასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი