ახალი ამბები

გორელმა მოჭიდავემ ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გორელი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე თემურ ბერუაშვილი, ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 23 წლამდელებს შორის  ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ბერუაშვილმა ჯერ იტალიელი ჯაკოპო მაზოტის 11:0 დაამარცხა. შემდეგ კი თურქი ისა დემირს​ 13:5 მოუგო.

გორელი სპორტსმენი ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ვალიევთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის კი ფინალში  მოლდოველ ვასილე დიაკონის სძლია.

დატოვეთ კომენტარი