ახალი ამბები

გორის 5 საბავშვო ბაღში ახალი ატრაქციონები დამონტაჟდება

გორის მუნიციპალიტეტის 5 სკოლამდელი დაწესებულების ეზოში ახალი ატრაქციონები დამონტაჟდება. ტენდერი სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გამოაცხადა.

სააგენტომ ახალი ატრაქციონების შესყიდვის სავარაუდო თანხად 99 858 ლარი განსაზღვრა. სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ატრაქციონები დამონტაჟდება გორის მუნიციპალიტეტის #5, #6, #12, #13 და სოფ. სკრის სკოლამდელ დაწესებულებებში.

ტენდერში 2 კომპანია მონაწილეობს: შპს ექსიმ მეიდ და ჯითი კაპიტალი. ამ ეტაპზე, სააგენტო კომპანიების შერჩევის ეტაპზეა. მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება და ხელშეკრულება გაფორმდება, შერჩეულ კომპანიას  სამუშაოების შესასრულებლად 40 დღე ექნება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.