ახალი ამბები

გორის მერიის თანამშრომლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ამ წუთებში გორის რაიონულ სასამართლოში პროცესის დაწყებას ელოდებიან, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის სააგენტოს თანამშრომლის საქმეს ეხება.

ადვოკატის ინფორმაციით, დღეს ჩანიშნულია მოსამზადებელი სხდომა, რის შემდეგაც უკვე მოწმეთა გამოკითხვები ჩაინიშნება.

გორელი საჯარო მოხელე სამართალდამცავებმა 3 კვირის წინ დააკავეს. გამოძიება მას ქალის გატაცებასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ დაკავებული უდანაშაულოა და ამაზე მთელი რიგი გარემოებები მეტყველებს, რასაც პროცესებზე დაასაბუთებენ.

ინფორმაციისთვის, საქმეში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს, რომელმაც ქვეყნის დატოვება მოასწრო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.