ახალი ამბები

მერის მრჩეველი გორის უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელად აირჩიეს

ლადო ხინჩეგაშვილის მრჩეველი, დავით კვერნაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აირჩიეს – ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კვერნაძე ამ თანამდებობას 4 წლით დაიკავებს.

“გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩეულ იქნა დავით კვერნაძე, რომელსაც 2012-2018წწ ეკავა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტის, ხოლო 2018 წლიდან დღემდე იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიცია”, – აცხადებს ადმინისტრაცია.

ინფორმაციისთვის, დავით კვერნაძე მერის მრჩევლად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა, პარალელურად მუშაობდა უნივერსიტეტში იურიდიული სამსახურის უფროსად.

დატოვეთ კომენტარი