ახალი ამბები

გორში 3 პირი დააკავეს ხელყუმბარების და იარაღების შენახვის გამო

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 3 პირი დააკავეს იარაღის და ხელყუმბარების შენახვის გამო.

“დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1990 წელს დაბადებული ლ.ლ., 1969 წელს დაბადებული ს.წ. და 1970 წელს დაბადებული ზ.პ. ბრალდებულების ავტომობილის, საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 4 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 სანადირო თოფი, 3 მჭიდი, 100 ცალი ვაზნა, 2 ხელყუმბარა და 3 ამფეთქი ფალია”, – ინფორმაციას შსს ავრცელეს.

უწყების ინფორმაციით, ასევე, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს, ხაშურის და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირზე: 1999 წელს დაბადებული რ.ც., 1980 წელს დაბადებული ლ.ც., 1981 წელს დაბადებული დ.გ. და 1960 წელს დაბადებულ ე.გ.

პოლიციის მიერ, მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი, ხელყუმბარა და 282 ვაზნა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.