ახალი ამბები

ხაშურიდან 3 მოსწავლე FLEX პროგრამით აშშ-ში გაემგზავრება

ხაშურიდან 3 მოსწავლე FLEX პროგრამის ფინალისტია, – გვითხრა ხაშურის საგანმანათლებლო რესურსეცნტრის უფროსი ავრცელებს. 

ხაშურის მესამე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ქურდაძე, ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თამუნა გონგლაძე და მერვე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ელენე დოფიძე FLEX გაცვლითი პროგრამის ფინალისტები არიან. ისინი ერთ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარებენ“, – გვითხრა ზვიად გოგუაძემ. 

FLEX ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას უფასოდ ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით. პროგრამა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სრულად ფინანსდება და მასში მონაწილეობის მიღება მე-9, მე-10 და მე-11 კლასის კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ, რომლებიც ინგლისურ ენას ფლობენ.

დატოვეთ კომენტარი