ახალი ამბები

გორის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო

გორის ერთ – ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის შედეგად დაშავებულ მამაკაცს სამხედრო ჰოსპიტალში სტაციონალური მკურნალობა უტარდება.

სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ დაზარალებულის  მდგომარეობა სტაბილურია.

“ამჟამად რჩება სტაციინალში, მდგომარეობა სტაბილურია. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განმარტავენ ჰოსპიტალში.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძება 239 -ე მუხლით დაიწყო. ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. 

ინფორმაციისთვის, 25 თებერვალს გვიან ღამით რესტორანთან რამდენიმე პირმა იჩხუბა, ნაცემი მამაკაცი კი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დატოვეთ კომენტარი