ახალი ამბები

გორის VI სკოლას სახურავის შეცვლა სჭირდება – გორის რესურსცენტრი

გორის VI საჯარო სკოლაში სწავლა პირველ და მეორე სართულზე მიმდინარეობს, რადგან უამინდობის დროს, სახურავიდან ჩასულმა წყალმა შენობის მესამე სართული დააზიანა.

გორის რესურსცენტრის ხელნძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, სკოლას სახურავის უნდა შეეცვალოს, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი სამივე სართულზე განახლდება.

“მეექვსე სკოლაში მესამე სართულის დაკეტვა მოგვიწია, რადგან უამინდობის გამო წყალი ჩავიდა და სპეციალისტების რეკომენდაციით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აქ სასწავლო პროცესი აღარ მიმდინარეობს. უსაფრთხოა სკოლის პირველი და მესამე სართული, ამიტომ სწავლა ორ ცვლაში გადავიდა და დარჩნენ იგივე შენობაში. გადაუდებელი აუცილებლობით მოხდება შესყიდვის გაფორმება და შეიცვლება სახურავი, ამის შემდეგ სკოლაში სწავლება მესამე სართულზეც განახლდება”,  – ამბობს ტერმაკოზაშვილი.

ინფორმაციისთვის, უხვი ნალექი გორში დაახლოებით ორი კვირის წინ იყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.