ახალი ამბები

ამერიკის საელჩო ინოვაციური იდეების განსახორციელებლად “თემის ელჩების” კონკურსს აცხადებს

ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, ინოვაციური იდეების განსახორციელებლად “თემის ელჩების” კონკურსი გამოცხადდა. მასში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. 

საგრანტო კონკურსი “თემის ელჩები” არის 16 -25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ლიდერებისთვის, რომლებსაც სურთ ინოვაციური იდეების განხორციელება საკუთარ თემში. მათ შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე შეუძლიათ შექმნან ჯგუფი. კონკურსის მონაწილეებს გადაამზადებენ კვალიფიციური ტრენერები“,  – გვითხრა ინგა კასრაძემ. გორის ამერიკული კუთხის კოორდინატორმა. 

კონკურსის საფუძველზე შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან თეორიულ სწავლებას, რის საფუძველზეც უკვე საპროექტო განაცხადს შეიმუშავებენ. 

“ახალგაზრდებს ჩაუტარდება ტრენინგი პროექტის წერასა და კვლევის მეთოდოლოგიაში, რაც მათ დაეხმარება საჭიროებების/პრობლემების შესწავლასა და გამოვლენაში პროექტის შესამუშავებლად. კონკურსის ბოლოს კი მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა, რის შედეგადაც შეიძლება დაფინანსდეს ერთი ან ორი პროექტი და საგრანტო თანხაც მოწონებული პროექტის მიხედვით იქნება განსაზღვრული”.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ონლაინ რეგისტრაციის გავლა 4 მარტის ჩათვლით შეუძლიათ. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი