ახალი ამბები

გორელი ახალგაზრდებისთვის პროგრამირებისა და გრაფიკული დიზაინის ვორქშოფი ტარდება

გორში, მეათე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებისთვის პროგრამირებასა და გრაფიკული დიზაინში ვორქშოფი ჩატარდება. 

“ტექნოლოგიური სასწავლო ვორქშოპი ტარდება მე-10, მე-11 და მე-12 კლასელი მოსწავლეებისთვის. ესაა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ვორქშოფის საშუალებით შეიტყოთ ფუნდამენტურ საკითხები ისეთ მიმართულებებზე როგორიცაა ვებ პროგრამირება, გრაფიკული დიზაინი, SEO და სხვა“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები. 

ვორქშოპი ორგანიზაცია “ინოვატორის” და Web4you Academy -ს ერთობლივი ინიციატივით, 19 თებერვალს მოეწყობა. 

“ეს ვორკშოპი არის იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც თანამედროვე პროფესიები აინტერესებს. აპლიკაციების საფუძველზე მოხდება მონაწილეების შერჩევა. ამ ეტაპზე, შეირჩევა 15 ახალგაზრდა”. 

ვორკშოპში მონაწილეობის მსურველებს აპლიკაციის შევსება შეუძლიათ ონლაინ.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი