ახალი ამბები

“ახალბაღში” ატრაქციონები და მცენარეები დააზიანეს

დასვენების პარკ “ახალბაღში” ატრაქციონები და მცენარეები დააზიანეს.

ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოქალაქეებისთვის პარკში შესვლა დროებით შეიზღუდა.

“დასვენების პარკ „ახალბაღში“ მოქალაქეების შესვლა დროებით შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება პარკის ადმინისტრაციამ სარეკრეაციო სივრცეში მომხდარი ვანდალური ფაქტების გამო მიიღო. ახლადრეაბილიტირებულ პარკში უკვე დაზიანებულია მცენარეებისა და ატრაქციონების გარკვეული ნაწილი”, – აცხადებს სააგენტო.

სააგენტოს თქმით, შეზღუდვა გაგრძელდება დაცვის სისტემების ამოქმედებამდე, რის შემდეგაც ობიექტი ოფიციალურად გაიხსნება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.