ახალი ამბები

გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სკვერში დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღადგინეს

გორში, ვერხვების დასახლებაში არსებული უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის სკვერში, კეთილმოწყობის სააგენტომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღადგინა.

ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას ინვენტარის მოფრთხილებისკენ მოუწოდებს.

“გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. მოგმართავთ თხოვნით, რომ ყველამ ერთად გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს”, – აცხადებს სააგენტო.

ინფორმაციისთვის, სკვერში არსებული ინვენტარი დაახლოებით 2 კვირის წინ უცნობმა პირებმა დააზიანეს.

ამავე თემაზე: გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სკვერში ინფრასტრუქტურა დააზიანეს

დატოვეთ კომენტარი