ახალი ამბები

გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სკვერში ინფრასტრუქტურა დააზიანეს

გორში, ვერხვების დასახლებაში მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სკვერში ინფრასტრუქტურა დააზიანეს.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის ფოტოები სოციალურ ქსელში, გვერდმა ვერხვების დევნილთა დასახლება გამოაქვეყნა.

ამ “საქმიანობას” ვინც ეწევით, იქნებ ცოტაოდენ მაინც შეგრცხვეთ! უამრავი სივრცე მოვაწყეთ, სადაც ჯანსაღი აქტიურობა შეგიძლიათ: სტადიონები, სკვერები, ტრენაჟორები, მაგრამ მაინც… ადმინისტრაციული შენობის დაზიანება და ყოველდღიურად დაბინძურება ათასი სისაძაგლით აღარ ყოფნით და ახლა მემორიალებს მიადგნენ”, – ნათქვამია პოსტში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.