ახალი ამბები

გორელი ახალგაზრდებისთვის პროექტი “ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის” იწყება

გორში მცხოვრები 13-18 წლმდე ახალგაზრდებისთვის პროექტი „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის“ იწყება. 2-წლიანი პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში უფრო მშვიდობიანი, ერთიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. 

ამ ეტაპზე,  გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული კლუბების დაკომპლექტება მიმდინარეოვს. კონკურსის საფუძველზე შერჩეული ახალგაზრდები, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში ჩაერთვებიან. 

“პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბება და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა. კლუბის წევრები 2 წლის განმავლობაში იქნებიან ჩართული კლუბის საქმიანობიში“, – ამბობენ “ქეა კავკასიაში”, რომელიც პროექტს “ქეა ავსტრიასთან” თანამშრომლობით ახორციელებს. 

პროექტი აქტიურ მონაწილეებს ევროპაში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის საშუალებასაც მისცემს. 

“პროექტის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ ევროპაში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში, მიიღონ მონაწილეობა ბანაკებში, სასწავლო ტრენინგებში, იდეათონებსა და სხვა სახის არაფორმალურ სასწავლო აქტივობებში. პროექტის მხარდაჭერით, კლუბის წევრები ჩაერთვებიან საკუთარი თემის ახალგაზრდების საჭიროებების გამოვლენასა და, მუნიციპალიტეთან თანამშრომლობის გზით, იმუშავებენ გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაზე”.

პროექტის დასკვნით ეტაპზე იგეგმება ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზება, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდების მიერ შემუშავებული იდეები. 

პროექტში ჩართვის მსურველებს სააპლიკაციო ფორმის შევსება 9 თებერვლამდე შეუძლიათ. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი